თავში

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან თურქეთში უახლოეს პერიოდში ჩავლენ

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან თურქეთში უახლოეს პერიოდში ჩავლენ
საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან თურქეთში უახლოეს პერიოდში ჩავლენ

ჩინეთმა ფრენები არა მხოლოდ თურქეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც დაუშვა, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

"ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან არა მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები, არამედ აზერბაიჯანის 7, საქართველოს 7 და ალბანეთის 1 მოქალაქე იქნება ევაკუირებული. ჯამში უმოკლეს ვადებში ჩვენ თურქეთში 49 ადამიანს ჩავიყვანთ", -  განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით ანკარის სამხედრო აეროდრომიდან ჩინეთში თვითმფრინავი უკკე გაფრინდა.

Turkish plane leaves for China to airlift citizens

გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ თურქებთან მიმდინარეობს მუშაობა ვუჰანიდან ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციაზე.

ახალი ტიპის კორონავირუსს ბოლო მონაცემებით 213 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 9692-ს შეადგენს, მათგან 1500-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა.

ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია მსოფლიოს 18 ქვეყანაში.

30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, დადასტურებულია, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system