თავში

საქართველოს მუფთი: მოვუწოდებ მორწმუნეებს სახლებში ილოცონ

საქართველოს მუფთი: მოვუწოდებ მორწმუნეებს სახლებში ილოცონ
საქართველოს მუფთი: მოვუწოდებ მორწმუნეებს სახლებში ილოცონ

მოვუწოდეთ მორწმუნეებს, მაქსიმალურად გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სახლებში ილოცონ,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ გააკეთა. მუსლიმური სამყარო მძიმე მარხვას იწყებს. 00:00 საათის შემდეგ რამადანის თვე დგება. აღნიშნულთან დაკავშირებით მეჩეთებში ყოველ საღამოს შესრულდება „თარავის“ ლოცვა, თუმცა ქართველი მუსლიმებისთვის წლევანდელი წელი გამონაკლისი იქნება. საქართველოში პანდემიის გამო ყველა მეჩეთი დაკეტილია. 

„პანდემიის გამო მიღებული გადაწყვეტილება რამადანის თვეშიც ძალაში დარჩება. მეჩეთებში საღამოობით აღარ შესრულდება „თარავის“ ლოცვა. მოვუწოდეთ მორწმუნეებს, მაქსიმალურად გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სახლებში ილოცონ. ჯერ ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ბაირამის დროს. იქამდე ერთი თვეა, გადაწყვეტილებასაც მოვლენათა განვითარების შესაბამისად მივიღებთ“, -განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.

ერთთვიანი მარხვის დასასრულს მუსლიმები ბაირამის დღესასწაულს ზეიმობენ. წელს ბაირამი 24 მაისს აღინიშნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system