თავში

საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორია UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა

საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორია UNESCO
საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორია UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა

კოლხეთის, მტირალას ეროვნული პარკები, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა. ნომინაცეიაზე მუშაობა 2019 წელს იყო დაწყებული. UNESCO-მ დღეს დაადასტურა, რომ ეს სივრცეები არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის უნიკალურ მნიშვნელობას ატარებს. 

„მინდა, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მივულოცო. საქართველოს 4 დაცული ტერიტორია - კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

ეს არის მნიშვნელოვანი მთელი რეგიონისთვის, შავი ზღვის აუზისთვის, ეს არის საერთაშორისო აღიარება; საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რუკაზე, როგორც გამორჩეული ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა", - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system