თავში

საქართველოს პარლამენტს ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების თხოვნით მიმართეს

საქართველოს პარლამენტს ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების თხოვ
საქართველოს პარლამენტს ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების თხოვნით მიმართეს

საქართველოს პარლამენტში 12 მარტს შევიდა პროექტი, რომელიც ნოვრუზ ბაირამის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას გულისხმობს. 

სამოქალაქო აქტივისტმა საამირა ბაირამოვამ Report.ge-ს განუცხადა, რომ ნოვრუზის დღესასწაული ხალხთა შორის მეგობრობის, გაერთიანების სიმბოლოდ შეიძლება იქცეს და ამის ტრადიცია მარნეულში უკვე არსებობს. 

"ჩვენ, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ბევრი დღესასწაული დავიწყებული გვქონდა. გვინდა, რომ ნოვრუზი გახდეს ქართული კულტურის ნაწილი. ჩვენ მივმართეთ საქართველოს პარლამენტს, რათა ბაირამი გახდეს საქართველოში ოფიციალური დღესასწაული. ვფიქრობ, რომ კულტურა მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ადამიანებს აერთიანებს, ინტეგრაცია კი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო არის მრავალეროვანი ქვეყანა. ვიცით, რომ "ნოვრუზ ბაირამის" აღნიშვნას საქართველოში ძალიან დიდი ისტორია აქვს. შოთა რუსთაველი "ვეფხისტყაოსანშიც" წერს ბაირამის შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ხალხთა მეგობრობის ერთ-ერთი სიმბოლო, რადგან წლებია უკვე ნოვრუზ ბაირამს ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები ერთად აღვნიშნავთ, რაც კარგი ტრადიციაა. ახლა გვსურს, რომ მთელ საქართველოშიც შეიქმნას ეს ახალი კულტურა. ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და თავი აღარ გვინდა ვიგრძნოთ უცხოდ, გვსურს ჩვენი პატარა კულტურა, იყოს დიდი კულტურის ნაწილი. ვფიქრობ, ეს იქნება საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული ერთ-ერთი დადებითი ნაბიჯი, თუ ამ პროექტს განიხილავენ და მიიღებენ", - განუცხადა Report.ge-ს სამირა ბაირამოვამ. 

ბაირამოვას ინიციატივა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა, რადგან ინიციატივა შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. აღნიშნული წინადადება განსახილველად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნა, საიდანაც პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ, ამიტომ საკითხის განხილვა ჩანიშნული ვადით (27 აპრილს) ვერ მოხერხდა. საკითხის განხილვამდე, აღნიშნულ  საკანონმდებლო ინიციატივაზე პარლამენტი საერთაშორისო გამოცდილებას სწავლობს.

ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის განხილვის ვადა 30 დღით გახანგრძლივდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system