თავში

საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

„ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფა ნამდვილი ტრაგედიაა. ჩვენ ვგლოვობთ დაკარგულ სიცოცხლეს და ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. ამ რთულ დროს საქართველო ყაზახი ხალხის გვერდით დგას“, – ნათქვამია საქართველო პრეზიდენტის განცხადებაში.

ყაზახეთში, ქალაქ ალმათის სიახლოვეს ავიაკომპანია Bek Air-ის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი ალმათიდან დედაქალაქ ნურსულთანისკენ მიემართებოდა, თუმცა ალმათის აეროპორტიდან აფრენისას სიმაღლე დაკარგა და შენობას შეეჯახა.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს, რომ დაზუსტებული ინფორმაციით, ქალაქ ალმათიში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 49 დაშავდა. უწყება სიას აქვეყნებს. 

ჩამოვარდნილი თვითმფრინავის, Fokker-100-ის შავი ყუთი უკვე ნაპოვნია. ამჟამად მისი შესწავლა მიმდინარეობს.

ავიაკომპანია Bek Air, რომელსაც თვითმფრინავი ეკუთვნის, ოპერირებას დროებით წყვეტს. კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომ 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა რეისზე მგზავრებს ბილეთის საფასურს დაუბრუნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system