თავში

საქართველოს პრეზიდენტი ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენის გახსნას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენის გახსნას დაესწრო. 

 „სივრცედ ქმნილი ფერი“ - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა. 

„ვახტან ბარდაველიძის შემოქმედება და ეს გამოფენა ნამდვილი აღმოჩენაა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისათვის. იგი საკმაოდ ცნობილი მხატვარი იყო გერმანიაში და როგორც ხშირად ხდება, უცხოეთში უფრო დაფასებული, ვიდრე საქართველოში. დღეს, გამორჩეული პატრიოტიზმით ცნობილმა, მისმა ოჯახმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა. ნიშანდობლივია, რომ მხატვრის ცოლი და შვილები დაბრუნდნენ საქართველოში და დააბრუნეს ეს ძვირფასი კოლექცია,“ – განაცხადა პრეზიდენტმა და ქართულ საზოგადოებას გამოფენის დათვალიერებისაკენ მოუწოდა.

50- მდე ნამუშევრის ნახვა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში პირველად გამოიფინა 18 ოქტომბრამდეა შესაძლებელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system