თავში

საქართველოს პრეზიდენტი ვეტერანებს ვეტერანთა დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი ვეტერანებს ვეტერანთა დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი ვეტერანებს ვეტერანთა დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი ომის ვეტერანებს ვეტერანთა დღეს ულოცავს. 

როგორც სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, სახელმწიფოს მიერ ჯარის მიმართ დამოკიდებულება პირველ რიგში, ვეტერანებისთვის შექმნილ პირობებში აისახება.

„სახელმწიფო იმით ფასდება, საკუთარ ჯარს როგორ უვლის და პატივს სცემს. ჯარის მიმართ დამოკიდებულება კი აისახება პირველ რიგში ვეტერანთათვის სახელმწიფოს მიერ შექმნილ პირობებში, საზოგადოებისგან მათ დაფასებაში. გილოცავთ ვეტერანთა დღეს“, – წერს სალომე ზურაბშვილი.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system