თავში

საქართველოს პრეზიდენტმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა
საქართველოს პრეზიდენტმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს, ლევან თაქთაქიშვილს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის ღირსების ორდენი გადასცა.

მან მადლობა გადაუხადა ლევან თაქთაქიშვილს ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის რომ დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველასთვის ხელმისაწვდომია ემიგრაციის შემოქმედება, სწორედ ლევან თაქთაქიშვილის დამსახურებაა.

"დიდი იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როცა ცოტა უფრო სხვა ფორმით, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ გაიხსნას ემიგრაციის მუზეუმი. დიდი ხანია ვთვლი, რომ შესაძლებელია გაერთიანდეს ოკუპაციისა და ემიგრაციის მუზეუმი და გახდეს უფრო მასშტაბური, რადგან ამაში არის ძალიან დიდი ლოგიკა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system