თავში

საქართველოს პროკურატურა "ტვ პირველის" მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება

საქართველოს პროკურატურა "ტვ პირველის" მიერ
საქართველოს პროკურატურა ტვ პირველის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება

საქართველოს გენერალური პროკურატურა "ტვ პირველის" მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება. უწყება აცხადებს, რომ მედიასაშუალებამ ყალბი და სუბიექტური ინფორმაციით გაჯერებული სიუჟეტი მოამზადა, რომელიც პროკურატურის თანამდებობის პირებს ეხება. 

პროკურატურა აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის მიერ მოპოვებული და გაჟღერებული ინფორმაცია მიზანმიმართული სიცრუე და ცილისწამებაა. 

"მიუხედავად იმისა, რომ უწყების საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს ჰქონდა კომუნიკაცია არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან და გადაცემის ავტორთან ნოდარ მელაძესთან, რომელსაც შეეთავაზა ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხის გაცემა და აღნიშნულ თემაზე ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება, მათი მხრიდან სიუჟეტი მომზადდა ისე, რომ არ დასმულა არცერთი კითხვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მათი მიზანი თავიდანვე იყო სუბიექტური და ცალმხრივი სიუჟეტის მომზადება და გააკეთეს ყველაფერი იმისთვის რომ ანონსში აქცენტირებული პირების პოზიცია გადაცემაში არ გაჟღერებულიყო", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system