თავში

საქართველოს ყველა სკოლაში დეზინფექცია ტარდება

საქართველოს ყველა სკოლაში დეზინფექცია ტარდება
საქართველოს ყველა სკოლაში დეზინფექცია ტარდება

დეზინფექციის პროცესი საქართველოს ყველა სკოლაში მიმდინარეობს - ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განუცხადა. 

დებუაძის განმარტებით, განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობს და ცენტრისგან რეკომენდაციებს იღებს. 

„განათლების სამინისტრო ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ინფორმაციის გაცვლა, რეკომენდაციებს ვიღებთ ცენტრიდან, გვაქვს რეკომენდაციების გარკვეული პაკეტი, ასევე განათლების მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა სარეკომენდაციო დოკუმენტი. დეზინფექციის პროცესი საქართველოს ყველა სკოლაში მიმდინარეობს. არსებობს გარკვეული ინსტრუქციები არამარტო დეზინფექციასთან დაკავშირებით, არამედ ყოველდღიურად, როგორ უნდა დასუფთავდეს სკოლა. დასუფთავება აუცილებელია სველი წესით და ასევე განიავება. არსებობს სკოლები, რომლებსაც აქვს ცენტრალური წყალგაყვანილობა და მილები, რომელიც აწვდის სკოლებს ცენტრალურ წყალს, არსებობს სკოლები, რომლებსაც არ გააჩნია ცენტრალური წყლის გაყვანილობა, არსებობს ინსტრუქციები, როგორ უნდა მოვუაროთ სკოლას, სადაც არ არის პირდაპირ წვდომა წყალთან. ყველანაირი ინსტრუქცია არსებობს. ის აღჭურვილობები, რომლებიც უნდა ჰქონდეს შეძენილი სკოლას, მოვლა-პატრონობის პროცესში რა ხსნარები უნდა იყოს გამოყენებული. ამ ეტაპისთვის ყველა სკოლაში მიდის სიღრმისეული დეზინფექციის პროცესი, ოღონდ სასწავლო პროცესი როცა განახლდება სკოლებში, უკვე ინსტრუქციებს მიყვებიან, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა უშუალოდ სკოლებისთვის“, - განაცხადა დგებუაძემ.

მისი თქმით, დეზინფექციის ჩატარება კერძო სკოლებსაც ევალება. 

ცნობისთვის, კორონავირუსის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. არდადეგები 16 მარტამდე გაგრძელდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება 29 თებერვალს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდარომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system