თავში

საქართველოს რამდენიმე რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევბი არ გამოვლენილა

საქართველოს რამდენიმე რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევბი არ გამოვლენილა
საქართველოს რამდენიმე რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევბი არ გამოვლენილა

ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი ისევ თბილისში დაფიქსირდა. ამის ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კორონავირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა.

"კერძოდ, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 110 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარში - 13, იმერეთში - 5, ქვემო ქართლში - 4, შიდა ქართლში - 0, გურიში - 5, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 4, კახეთშ - 5, მცხეთა-მთიანეთში - 0, სამცხე-ჯავახეთში - 2, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთშ - 0" - განაცხადა სიჭინავამ. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 247 915-ს მიაღწია.

გარდაიცვალა 25 პაციენტი და სულ, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 958-მდე გაიზარდა. 

გამოჯანმრთელდა 1 643 პაციენტი, ჯამში კი, მათი რიცხვი 234 636-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system