თავში

საქართველოს რკინიგზა მგზავრების გადაყვანას განაახლებს

საქართველოს რკინიგზა მგზავრების გადაყვანას განაახლებს
საქართველოს რკინიგზა მგზავრების გადაყვანას განაახლებს

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები ყველა რეკომენდაციის დაცვით მოძრაობას მაგისტრალურ მიმართულებებზე განაახლებს. ინფორმაციას ამის შესახებ, თავად საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ბილეთების შეძენა ონლაინ დღეიდან შეგიძლიათ. სალაროები კი ერთი დღით ადრე, 23 დეკემბერს გაიხსნება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით: www.railway.ge ან ჩამოტვირთეთ აპლიკაცია: http://onelink.to/c6dnm8 ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი ვებგვერდებიდან, www.tkt.ge; www.biletebi.ge; www.matarebeli.ge. შეგახსენებთ, რომ მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, – ნათქვამია საქარველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system