თავში

,,საქართველოს რკინიგზა" თბილისი-ბათუმის ერთ რეისს აუქმებს

,,საქართველოს რკინიგზა" თბილისი-ბათუმის ერთ რეისს აუქმებს
,,საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის ერთ რეისს აუქმებს

საკურორტო სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, შემცირებული მგზავრთნაკადის გამო, 23 სექტემბრიდან მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი #852/851 (ჯრტ), რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით ასრულებდა, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისთვის და ყველა იმ პირს, ვინც 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ რეისზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ, ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100 პროცენტის ანაზღაურდება მომსახურეობის საკომისიოს ჩათვლით. მგზავრების უმრავლესობა ცვლილების შესახებ ინფორმირებულია. შესაბამისად, მოხდა ბილეთების გადაცვლა ან თანხის დაბრუნება“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system