თავში

საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს.

"მოქალაქეთა საყურადღებოდ! 

როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში საკონსულო მომსახურებებზე მოქალაქეთა მიღება ხდება წინასწარი რეგისტრაციის გზით.

თუკი თქვენ ჩანიშნული გაქვთ ვიზიტი, მაგრამ ვერ ახერხებთ საკონსულოში დანიშნულ დროს გამოცხადებას, გთხოვთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გვაცნობოთ არგამოცხადების თაობაზე, რათა გათავისუფლდეს აღნიშნული დრო და სხვა მოქალაქემ შეძლოს ვიზიტის დანიშვნა.

ვიზიტის გასაუქმებლად შეგიძლიათ მოგვწეროთ საკონსულოს ფეისბუქ გვერდზე ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონით 2107489180 10:00-13:00 და 14:00-16:00 საათებში. მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის", - აცხადებენ საელჩოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system