თავში

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში თანამოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში თანამოქალაქეებს მიმართავს
საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში თანამოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში თანამოქალაქეებს მიმართავს. დიპლომატიური უწყება მათ აფრთხილებს , რომ 20 დეკემბრიდან ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ. "კოვიდ-განგაშის" ახალი, მეოთხე დონის სისტემა ამოქმედდება. 

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 20 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ „კოვიდ-განგაშის“ ახალი, მეოთხე დონის სისტემა “Tier Four” ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:

აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით;

სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია;

სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;

ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი გასართობი იხურება;

პირმა არ უნდა დატოვოს კოვიდ განგაშის მეოთხე ზონა, სადაც შეზღუდვები მოქმედებს და არ უნდა იმოგზაუროს აღნიშნული ზონის ფარგლებს გარეთ;

აღნიშნულ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს შობის დღესასწაულზე ეკრძალებათ დანარჩენი სამ დონის სისტემის ფარგლებში მცხოვრები ოჯახისა და ე.წ "მხარდამჭერი წრის" წევრების მონახულება;

აღნიშნული შეზღუდვები მათი შენარჩუნების/შეცვლის მიზნით 30 დეკემბერს გადაიხედება", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system