თავში

საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელში, ინფორმაციას იმ ახალი რეგულაციების შესახებ ავრცელებს, რომელიც  COVID-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის ტერიტორიაზე 11 აგვისტოდან შევა ძალაში.

„ღია სივრცეში დაშვებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 20-ს, ხოლო დახურულში 10-ს. შეზღუდვა ვრცელდება, როგორც სამუშაო და საჯარო ადგილებზე, ისე კერძო ტერიტორიებზე.

კერძო ავტომობილში მძღოლის გარდა დაშვებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 2-ს. შეზღუდვა არ ვრცელდება ერთ სივრცეში მცხოვრებ პირებზე.

კვებით ობიექტების დახურულ სივრცეში 20, ხოლო ღია სივრცეში 30 ადამიანის შეკრებაა შესაძლო, სასტუმროს რესტორნებში მომსახურე პერსონალთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს. საცურაო აუზში, ყოველ 6მ² ერთი ადამიანი.

პროდუქტის შინ მიტანის შემთხვევაში კურიერს მისი დატოვება კართან ევალება.

დაიკეტება: დისკოთეკები, ბარები და პაბები, სადღესასწაულო დარბაზები და ბაღები, გასართობი და აკვაპარკები“,- აღნიშნულია საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system