თავში

საქართველოს საელჩო ისრაელში თანამოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საელჩო ისრაელში თანამოქალაქეებს მიმართავს
საქართველოს საელჩო ისრაელში თანამოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საელჩო ისრაელში თანამოქალაქეებს მიმართავს და სთხოვს, თავი შეიკავონ ღია სივრცეში გასვლისაგან. 

განცხადებებში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ცენტრი და სამხრეთი, ქალაქები შდეროთი, აშდოთი, აშკელონი, ხულონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, რამლე, რამათ განი, ბნეი ბრაკი, გივათაიმი, ლოდი, რამლე, იავნე და მათი შემოგარენი საჰაერო დარტყმის ქვეშაა.

"წუხელ კვლავ გრძელდებოდა ქვეყნის სამხრეთზე საჰაერო შეტევა.

კრიზისული მდგომარეობის დროს თვალყური ადევნეთ და საჭირო ინფორმაცია მიიღეთ მხოლოდ საელჩოს იფიციალური ფბ გვერდიდან.

მშვიდობიანი შაბათი ისრაელის სახელმწიფოს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

დიპლომატიური უწყება ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბათ იამის მერის გადაწყვეტილებით დაიხურა სანაპირო ზოლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system