თავში

საქართველოს საელჩო იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოს საელჩო იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით მოუწოდებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა, თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები. აღნიშნული ინფორმაცია საელჩოს Facebook-ის გვერდზე ვრცელდება.

„კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.

კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე.

http://www.salute.gov.it/nuovocoronavirus ან იტალიის სამოქალაქო დაცვის ვებ-გვერდზე http://www.protezionecivile.gov.it/home

ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1500, ან საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე - 333 8879123“,- ნათქვამია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 77150-ს მიაღწია. ბოლო ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 150 ადამიანი. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო დატოვა 24734 ადამიანმა.

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში 10 ქალაქი ჩაკეტეს. ეს ზომები იტალიის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ადამიანის გარდაცვალების ორი ფაქტი დაფიქსირდა. ამ დროისათვის იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system