თავში

საქართველოს საელჩო საბერძნეთში ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საელჩო საბერძნეთში ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. 

დიპლომატიური უწყება მოქალაქეებს სატელეფონო კონსულტაციის გაწევის საათების ცვლილების შესახებ აფრთხილებს.

"გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩოში იცვლება სატელეფონო კონსულტაციის გაწევის საათები. კერძოდ, საკონსულო მომსახურებების შესახებ კონსულტაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს, 14:00 საათიდან - 17:00 საათის ჩათვლით, შემდეგ ნომერზე: 210 748-91-80.ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, ფუნქციონირებს საელჩოს ცხელი ხაზი, რომელზე დაკავშირებაც მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში.თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ცხელ ხაზზე დარეკვის შემთხვევაში ვერ მიიღებთ ინფორმაციას/კონსულტაციას საკონსულო მომსახურებების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული ფუნქციონირებს მხოლოდ და მხოლოდ ფორსმაჟორული და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისთვის, როგორიცაა საქართველოს მოქალაქის: გარდაცვალება, გატაცება, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანის მიმართ არასათანადო მოპყრობა, საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელი დადგენა, დაკავება, ბუნებრივი კატაკლიზმები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system