თავში

საქართველოს საპატრიარქო ამირან გამყრელიძეს პასუხობს

საქართველოს საპატრიარქო ამირან გამყრელიძეს პასუხობს
საქართველოს საპატრიარქო ამირან გამყრელიძეს პასუხობს

ვაქცინაცია ნებისმიერი ადამიანის პირადი და თავისუფალი არჩევანია, - ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქო აცხადებს, რომ ეკლესია ვაქცინაციასთან დაკავშირებით წმინდა სინოდის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით ხელმძღვანელობს.

„ბოლო პერიოდში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ აზრთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ ვაქცინაცია ნებისმიერი ადამიანის პირადი და თავისუფალი არჩევანია.

დღეისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობს წმინდა სინოდის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით, საიდანაც ვკითხულობთ:

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა, როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროების, შეურაცხყოფის ან დევნის ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ წმინდა სინოდს და მღვდელმთავრებს ვაქცინაციის პროცესში დახმარების თხოვნით მიმართა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system