თავში

საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

წმინდა საყდრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას გრძელვადიან სარგებლობაში რომში მდებარე ეკლესია გადაეცა.

საპატრიარქოს ცნობით, ეკლესიაში დღემდე მსახურებებს აღავლენენ რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულენოვანი სამრევლოს წევრები არქიმანდრიტ იოანეს (ხელაია) წინამძღოლობით.

„2021 წლის 17 ივნისი ისტორიული და მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში. წმინდა საყდრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას გრძელვადიან სარგებლობაში, 70 წლით, გადაეცა რომში მდებარე ეკლესია, სადაც დღემდე მსახურებებს აღავლენენ რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულენოვანი სამრევლოს წევრები არქიმანდრიტ იოანეს (ხელაია) წინამძღოლობით.

ტაძრის გადმოცემაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ელჩმა წმინდა საყდართან (ვატიკანი), ქალბატონმა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელმა და საელჩოს თანამშრომლებმა. ტაძრის გადმოცემა რომის პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით განხორციელდა. ამ საქმეში ასევე მნიშვნელოვანია რომის ეპარქიაში პაპის ვიკარის, კარდინალ ანჯელო დედონატის წვლილი, რომლის უდიდესი თანადგომითა და კეთილი ნებით შესაძლებელი გახდა ამ სასიკეთო საქმის აღსრულება.

ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, დასავლეთ ევროპის ეპარქიას, რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ სამრევლოს, არქიმანდრიტ იოანესა და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკლესიის სიძლიერე და წინსვლა“,- აღნიშნულია ინფორმაცაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system