თავში

საქართველოს საპატრიარქო წერილს ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო წერილს ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო წერილს ავრცელებს

სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის გარდაცვალების გამო საქართველოს საპატრიარქო ილია მეორის სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

“თქვენო უწმიდესობავ!
მწუხარებით მივიღეთ ამბავი სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ ფილარეტის გარდაცვალების შესახებ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით სამძიმარს ვუცხადებთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო დასსა და სამწყსოს და განსვენებული მღვდელმთავრის სულიერ შვილებს.
მისი გარდაცვალება უდავოდ დიდი დანაკარგია ღვთის ეკლესიისთვის, რომელსაც მან მრავალი წლის განმავლობაში თავდაუზოგავი მსახურება მიუძღვნა.
აღვავლენთ ლოცვებს ახლად შესვენებულ მიტროპოლიტ ფილარეტის სულისათვის.
უფალმა განუსვენოს მას მართალთა სავანეში.
ქრისტესმიერი სიყვარულით,
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”,
– ნათქვამია წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system