თავში

საქართველოს სომხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს სომხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს სომხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვაჰე დანიელიანი და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ანი მხითარიანი სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ.

დელეგაციის წევრებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ზურაბ სანიკიძემ, უმასპინძლა და საქართველოში დანერგილი სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოდელი და ის მომსახურებები გააცნო, რომელთაც სააგენტო საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოელებს სთავაზობს.

საქართველო სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და ხელმისაწვდომობის სფეროში რეგიონის წამყვან ქვეყნად მიიჩნევა, შესაბამისად, ამ კუთხით საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის გამოცდილება მეზობელი ქვეყნებისთვის აქტუალურია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system