თავში

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა

შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იტყობინება, გემმა ზღვა ნავთობშემცველი წყლებით დააბინძურა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 582 მუხლის მე-7 ნაწილით ერთობლივად შეადგინეს.

ფოთის საქალაქო სასამართლომ გემის კაპიტანს 65 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system