თავში

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა ვიდეო-კონფერენციაზე განიხილეს

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა ვიდეო-კონფერენციაზე განი
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა ვიდეო-კონფერენციაზე განიხილეს

საქართველოში, აზერბაიჯანის საელჩოს ინიციატივით ჩატარდა ვიდეო კონფერენცია თემაზე "ჰეიდარ ალიევის როლი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევაში", რომელიც ეძღვნება საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების მე -17 წლისთავს.

საელჩოს ინიციატივას აზრბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევიც შეუერთდა. მან მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს და ისაუბრა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევაში ჰეიდარ ალიევის როლის შესახებ.  მან აღნიშნა, რომ  ორ მეგობრულ და ძმურ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაღრმავდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მეთაურობითაც.

კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი. მან ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას საფუძველი დიდი ლიდერის საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს ჩაეყარა. ამასთან ხალაფოვმა   44-დღიანი ომის დროს  საქართველოს მხრიდან მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაიხადა. 

კონფერენციის კიდევ ერთმა საპატიო სტუმარმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ ნაციონალურმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა უდაოდ დიდი როლი ითამაშა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დონის ასამაღლებლად და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული და მეზობლური ურთიერთობები კვლავ გაგრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system