თავში

"საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას" - ინფექციონისტი

"საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას" - ინფექციონისტი
საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას - ინფექციონისტი

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მალვინა ჯავახაძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოშიც წარმოიქმნას.

ამის შესახებ ექიმმა რუსეთში წარმოქმნილ ახალ შტამზე საუბრისას განაცხადა.

"მე არ გამოვრიცხავ, როგორც ინფექციონისტი, თუმცა ამაში ეპიდემიოლოგები უფრო მეტად კომპეტენტურები არიან და ალბათ, გარკვეულ ოპონირებასაც გამიწევენ, საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას და დიდი ალბათობით, შესაძლებელია, უბრალოდ, სექვენირება არ მომხდარა" - განაცხადა მალვინა ჯავახაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 40 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი.

ნახეთ, სულ რამდენი ადამიანია ვაქცინირებული საქართველოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system