თავში

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 270-ით გაიზარდა და 2324 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 5866-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის შედეგად საქართველოში 33 პაციენტია გარდაცვლილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system