თავში

საქართველოში 29 500 დოზა "ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა

საქართველოში 29 500 დოზა "ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა
საქართველოში 29 500 დოზა ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში 29 500 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, რის შემდეგაც მოქალაქეებს ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ.

„თანაბრობისა და სოლიდარობის პრინციპი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც გააჩნია ჯანდაცვის სფეროს და რომელსაც მსოფლიო იზიარებს. შესაბამისად, ყველა ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. დოზებთან მიმართებაში არაფერი შეცვლილა, 29 500 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა საქართველოში, თუმცა ჩვენ ველოდებით კონკრეტული რეისის ნომერს, რომ საზოგადოებას ვაცნობოთ ზუსტი თარიღი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system