თავში

საქართველოში 302 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში 302 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოში 302 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

ინფიცირების 2 692 აქტიური შემთხვევიდან, 302 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 692, საიდანაც: 1 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 748, აჭარაში - 175, იმერეთში - 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 302 პირი, მათ შორის, თბილისში - 104, აჭარაში - 33, იმერეთში - 99. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში - 68, აჭარაში- 8, იმერეთში - 9. 193 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 74 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 899 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system