თავში

საქართველოში 321 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში 321 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოში 321 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

ინფიცირების 2 716 აქტიური შემთხვევიდან, 321 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 716, საიდანაც: 1 606 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 747, აჭარაში - 167, იმერეთში - 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 321 პირი, მათ შორის, თბილისში - 109, აჭარაში - 35, იმერეთში - 107. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში - 62, აჭარაში- 7, იმერეთში - 9. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 73 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 918 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system