თავში

საქართველოში 6 ექიმს საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა

საქართველოში 6 ექიმს საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა
საქართველოში 6 ექიმს საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, საქართველოში 6 ექიმს საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა. ზაალ კაპანაძის თქმით რამდენიმე ექიმს საკითხი განხილული იქნა სამედიცინო რეგულირების პროფესიულ საბჭოზე. მათგან ნაწილს დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება. ექვს ექიმთან დაკავშირებით კი მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამედიცინო საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, 4 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა სალიცენზიო-სანებართვო პირობებთან და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით, 100-ზე მეტი კლინიკა დაჯარიმდა, 7-ის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და საქმე შესასწავლად სამართალდამცავ უწყებას გადაეცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system