თავში

საქართველოში 632 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში 632 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოში 632 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 16 158 ადამიანიდან 632 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა - უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით 308 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

"ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 158. 4 878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 373, აჭარაში - 787. მძიმე პაციენტი გვყავს 632, მათ შორის, თბილისში - 306, აჭარაში - 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 308 პირი - მათ შორის, თბილისში - 146, აჭარაში - 105. 3 181 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 569 - აჭარაში, ხოლო 1 088 - თბილისში. 8 099 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 656 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 508, აჭარაში-1 328.

სულ 6 ოქტომბრიდან - 10 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 14 098 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 39 721 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 568 პირი, აჭარაში - 16 826, იმერეთში - 4 385“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა" - განაცხადა ხოჯევანიშვილმა. 

ცნობისთვის, გასულ დღე-ღამეში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2,911 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა რაოდენობა 63 650-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა2,421 პაციენტი და საერთო რაოდენობა 49 811-ს შეადგენს.

გარდაიცვალა45 პაციენტი. სულ კორონავირუსის შედეგად საქართველოში გარდაცვლილია 566 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system