თავში

საქართველოში 775 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში 775 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოში 775 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

ინფიცირების 11 336 აქტიური შემთხვევიდან, 775 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი. 

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 336, საიდანაც: 3 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 770, აჭარაში - 269, იმერეთში - 702. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 775 პირი, მათ შორის, თბილისში - 363, აჭარაში -54, იმერეთში - 184. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 2, იმერეთში - 26. 563 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 248 - თბილისში, 237- აჭარაში, 32 - იმერეთში. 7 117 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი.

გარდაიცვალა 15 პაციენტი. სულ, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 973-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system