თავში

საქართველოში 9 162 ადამიანი ბინაზე მკურნალობს

საქართველოში 9 162 ადამიანი ბინაზე მკურნალობს
საქართველოში 9 162 ადამიანი ბინაზე მკურნალობს

14 421 ინფიცირებულიდან, 3 224 საავადმყოფოებში მკურნალობს, ხოლო 9 162 ადამიანი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სიწინავას თქმით, დრევანდელი მონაცემებით საქართველოს მასშტაბით თვითიზოლაციაში 25759 პირი იმყოფება.

"ამ დროისათვის აქტიური ინფიცირებულების რაოდენობა 14 421-ია. 3224 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1577 პირი. აჭარის რეგიონში 641. მძიმე პაციენტი დღეის მდგომარეობით 397 გვყავს, მათ შორის, თბილისში 201, აჭარის რეგიონში 80, ხოლო ხელოვნური მართვითი სუნთქვის აპარატზე 82 პირი იმყოფება.   2025 პირი მოთავშებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის გადანაწილებულია 1110 პირი აჭარის რეგიონში, 676 ადამიანი თქბილისში. 9162 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის ბინაზე. საკარანტინე სივრცეში მიმდინარე ეტაპზე გვყავს, 4263 ადამიანი, მათ შორის, თბილისში 836 პირი, აჭარაში 2205. 6.22 ოქტომბრის პერიოდში საზღვრიდან სასტუმროებში გადაყვანილია 7583 პირი. დღეის მდგომარეობით თვითიზოლაციაში  25759 პირი იმყოფება, საიდანაც თბილისში 3243 პირია, აჭარაში 1852, ხოლო იმერეთში 3321", - განაცხადა სიჭინავამ. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი და გარდაიცვალა 5.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system