თავში

საქართველოში ახალი პროექტი - "მობილური იუსტიციის სახლი" დაიწყება

საქართველოში ახალი პროექტი - "მობილური იუსტიციის სახლი" დაიწყება
საქართველოში ახალი პროექტი - მობილური იუსტიციის სახლი დაიწყება

„საქართველოს სულ მალე ექნება მობილური იუსტიციის სახლები“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 26-ე იუსტიციის სახლის გახსნაზე განაცხადა. 

„სულ მალე ჩვენ დავიწყებით ახალ პროექტს – „მობილური იუსტიციის სახლი“. სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ჩვენ ადგილზე მივაწვდით ყველა იმ მომსახურებას, რომელთა მიღებაც მას იუსტიციის სახლებში შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ სერვისს მიაწვდის ყველას და ამ მომსახურებით ისარგებლებენ როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ისე სტუმრები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც ადამიანი გრძნობს, რომ სახელმწიფო კეთილგანწყობილია და მისი პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული.

გარდაბნის იუსტიციის სახლი დღეს, 24 ივნისს, გაიხსნა. ის ქვემო ქართლის რეგიონში მე-4 ფილიალია. მისი ფართი 1000-მდეკვადრატულიმეტრია. ფილიალში, მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული – სადღესასწაულო დეკორაციებით გაფორმებული სივრცე წყვილებს საშუალებას აძლევს, ქორწინება საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system