თავში

საქართველოში, ამ დროისთვის, კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება

საქართველოში, ამ დროისთვის, კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება
საქართველოში, ამ დროისთვის, კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ, ამ ეტაპზე, კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კარანტინში გადაყვანილ პირებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის.

საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system