თავში

საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის ასაკი შეიზღუდა

საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის ასაკი შეიზღუდა
საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინით აცრის ასაკი შეიზღუდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ასტრაზენეკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განმარტა, რომ ექსპერტთა საბჭომ მხარი დაუჭირა "ასტრაზენეკას" პრეპარატით ვაქცინაციას 55 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. 

"ევროპის წამლის სააგენტომ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელეს ინფორმაცია "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ. ექსპერტების კომიტეტმა ორივე ორგანიზაციაში დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებული სარგებელი აღემატება ყველა იმ შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს ვაქცინაციის ფონზე. 

თუმცა, მათ აღიარეს შესაძლო კავშირი თრომბოზულ გართულებასა და ასტრაზენეკას შორის, ეს არის უიშვიათესი, შესაძლებლობა. დაახლოებით 4 ერთ მილიონ მოსახლეზე, ეს არის ბრიტანეთის მონაცემი, თუმცა მაინც ჩაითვალა საჭიროდ ყურადღების გამახვილება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რამდენიმე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინაციის ფარგლებში, გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში ასტრაზენეკას გამოყენების შეჩერების შესახებ.

დღეს ჩვენი ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია ასტრაზენეკათი 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის გაგრძელებას, შემდგომი გაფართოება ასაკობრივი ჯგუფის მხრივ ასტრაზენეკასთვის აღარ მოხდება,"- განცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system