თავში

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში ჰარიბულბულის ყვავილი დარგეს

​საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში ჰარიბულბულის ყვავილი დარგეს
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში ჰარიბულბულის ყვავილი დარგეს

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში, ელჩმა ფაიგ გულიევმა და საელჩოს თანამშრომლებმა აზერბაიჯანის სამამულო ომში დაღუპული შეჰიდების ხსოვნას პატივი მიაგეს, რომლების სომხეთის ოკუპაციისგან აზერბაიჯანის მიწების გათავისუფლებას ემსხვერპლნენ.

"მემორიალური ღონისძიების შემდეგ, ისტორიაში პირველად, საქართველოში, საელჩოს ტერიტორიაზე ჰარიბულბულის ყვავილი დარგეს, რომელიც ოკუპაციისგან გათავისუფლებული ყარაბაღის მიწაზე მოიყვანეს და რომელიც მტერზე ჩვენი ბრწყინვალე გამარჯვების ერთ-ერთი სიმბოლოდ იქცა", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საელჩოში აღნიშნეს, რომ ამგვარად საქართველოში "ყარაბაღის არომატი, გამარჯვების არომატი" ჩამოიტანეს.

ჰარიბულბულის ყვავილის მიტანა საქართველოში შესაძლებელი გახდა კომპანია "AS Georgia-ს" დირექტორის, ემინ აბასოვის მხარდაჭერის წყალობით.

დღეს აზერბაიჯანში სამამულო ომში დაღუპული შეჰიდების ხსოვნას პატივი მიაგებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system