თავში

საქართველოში ჩინეთიდან ჩამოფრენილი მგზავრებს 14 დღე დააკვირდებიან

საქართველოში ჩინეთიდან ჩამოფრენილი მგზავრებს 14 დღე დააკვირდებიან
საქართველოში ჩინეთიდან ჩამოფრენილი მგზავრებს 14 დღე დააკვირდებიან

ჩინეთიდან საქართველოში ჩამოფრენილი მგზავრები, რომელთაც აეროპორტში შემოწმების დროს სხეულის მაღალი ტემპერატურა არ დაუფიქსირდათ, 14 დღის განმავლობაში მაინც იქნებიან მეთვალყურეობის ქვეშ - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა. 

სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება. 

კორონავირუსთან დაკავშირებით, თბილისის აეროპორტის გარდა, კონტროლი გამკაცრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისის აეროპორტსა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. პრევენციის მიზნით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები 24-საათიან რეჟიმში მუშაობს სარფის გამშვებ პუნქტზე. ასევე, მოწმდება შიდა და გარე ავიარეისები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.

მედიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მგზავრებს სიცხეს უზომავენ სპეციალური დისტანციური თერმომეტრით და აწვდიან ინფორმაციას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ. 25 იანვრიდან მგზავრებს ამოწმებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ჯერჯერობით, ვირუსის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა.ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან აწარმოებსდა საქართველოში “კორონავირუსის” გავრცელების პრევენციისთვის საერთაშორისოდ დადგენილ ღონისძიებებს შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს.

ამ დროისთვის, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულია 2 700 ადამიანი.

ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმის კომისია ვუჰანში საავადმყოფოების ასაშენებლად 43 მილიონ დოლარს გამოყოფს.

ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს. მსგავსი ვირუსის ეპიდემიამ მსოფლიოს მასშტაბით, 800-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 2002/03 წლებში, რომელიც ასევე ჩინეთიდან გავრცელდა.

ვირუსი უკვე გასცდა ჩინეთის საზღვრებს. შემთხვევები დაფიქსირებულია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, მაკაოში, ავსტრალიაში, საუდის არაბეთსა და სინგაპურში.

პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ასევე 16 ქალაქში 46 მილიონამდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა, ჩინური ახალი წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები კი გადაიდო. შანხაიში დაიკეტა კინოთეატრები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system