თავში

საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანას განიხილავენ

საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანას განიხილავენ
საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანას განიხილავენ

საქართველოში შესაძლოა Covid 19-ის ჩინური წარმოების ვაქცინა შემოიტანონ. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

"ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია", - განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

მისი თქმით, ჩინურ ვაქცინას მაღალი სანდოობა აქვს. ამის მიზეზად წარმოშობის ადგილს ასახელებს და ამბობს, რომ ჩინელმა სპეციალისტებმა უკეთ იციან ვირუსის სტრუქტურა. 

"ეს ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება", — განაცხადა ცერცვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system