თავში

საქართველოში Covid-19-ის ვაქცინის 1 400 000 დოზა შემოვა

საქართველოში Covid-19-ის ვაქცინის 1 400 000 დოზა შემოვა
საქართველოში Covid-19-ის ვაქცინის 1 400 000 დოზა შემოვა

"მაისის ბოლომდე გეგმა გვაქვს, რომ ქვეყანაში ავცრათ დაახლოებით 200 000-მდე ადამიანი ორჯერადად, ხოლო ივნისიდან უკვე მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ, როდესაც შეიქმნება უკვე შესაბამისი მარაგი, როგორც გლობალურად, ისე ჩვენს ქვეყანაში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანას 1 400 000 ვაქცინაზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული და მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაახლოებით 2.5 მილიონ დოზაზე. 

"ვაქცინების გლობალური დეფიციტია მსოფლიოში, მაგრამ პროგნოზები ასეთია, რომ დაახლოებით აპრილ-მაისსა და ივნისში ვაქცინების ბაზარზე უკვე გამოჩნდება რიგი, დაახლოებით 4-5 ახალი დასახელების ვაქცინა, რომელიც მიიღებს ჯანმო-სა და ევროკავშირის ავტორიზაციას, მათმა რაოდენობებმა წესით და რიგით უნდა გააჯეროს ბაზარი. ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, ჩვენ გვჭირდება წელს, თავისი დანაკარგით, დაახლოებით 3,9 მლნ დოზა. აქედან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 1 400 000-ზე. ეს გარკვეულად გარანტირებულია. დამატებით ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებებით ვცდილობთ, რომ 2.5 მლნ დოზა მოვიპოვოთ. ამის პირველი ნაბიჯი მომავალ ორ კვირაში გაირკვევა ამ ე.წ. არაკოვაქსის მექანიზმის გზით ვაქცინების მოპოვებისა. არ ვსაუბრობ წინასწარ, მაგრამ ამას მოჰყვება 2-3 სერიოზული ხაზი ე.წ. პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ქვეყანაში ვაქცინების შემოტანის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system