თავში

საქართველოში COVID-19-ით 97 მედიკოსი დაინფიცირდა

საქართველოში COVID-19-ით 97 მედიკოსი დაინფიცირდა
საქართველოში COVID-19-ით 97 მედიკოსი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო სფეროს 97 წარმომადგენელია დაინფიცირებული, რაც დაავადებულთა საერთო რაოდენობის 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

„მსოფლიოში, დაახლოებით, 10-დან 20%-მდე სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული კოვიდთან ბრძოლაში და ჩვენთან, საქართველოში გვაქვს 13%. ყველა ჩემს კოლეგას ეკუთვნის დიდი მადლობა ამ თავდადებისთვის. რა თქმა უნდა, შეგნებულად მიდის სამედიცინო პერსონალი, მათ იციან, გათავისებული აქვთ, რომ რადგან ფრონტის წინა ხაზზე არიან, შეიძლება, დაინფიცირდნენ და ასეთი შემთხვევები გვაქვს. 97 სამედიცინო პერსონალი გვყავს დაინფიცირებული ქვეყანაში. ეს არიან ექიმებიც და საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალიც და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევების შესახებ ჩვენ ვიცით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system