თავში

საქართველოში დღეიდან კარანტინის წესები იცვლება

საქართველოში დღეიდან კარანტინის წესები იცვლება
საქართველოში დღეიდან კარანტინის წესები იცვლება

საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 20 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

21 ოქტომბრიდან, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან.

იმ შემთხვევაში, თუ არ ექნებათ ტესტის პასუხი, მათ კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსებენ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system