
საქართველოში დღეს მეოთხე მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთან იყო.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:06 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
ცნობისთვის, 15 აგვისტოდან დღემდე საქართველოში 9 მიწისძვრა მოხდა.