თავში

საქართველოში დღეს "სინოვაკის" 100 000 დოზა შემოვა

საქართველოში დღეს "სინოვაკის" 100 000 დოზა შემოვა
საქართველოში დღეს სინოვაკის 100 000 დოზა შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკის" 100 000 დოზა საქართველოში დღეს შემოვა.

როგორც გაბუნიამ კლინიკური საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, "სინოვაკის" გამოყენება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ დაიწყება, თუმცა ამ პროცესის დაყოვნების შემთხვევაში, მისი გამოყენების პირობებზე საბჭო კიდევ იმსჯელებს.

"სინოვაკის" 100 ათასი დოზა, რომელიც ჩინეთის მთავრობის დონაციაა საქართველოსთვის, დღეს ჩამოვა ქვეყანაში. „სინოვაკის“ თაობაზე ვაქცინაციის საბჭო დამატებით იმსჯელებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის პირობით მოხდება „სინოვაკის“ გამოყენება. მაისის დასაწყისი არის დაანონსებული „სინოვაკის“ ავტორიზაციის თარიღი, ამას დაველოდებით, მაგრამ თუ გადავადდა და დაყოვნდა ეს პროცესი, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით საბჭო იმსჯელებს „სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე. მას ფართოდ იყენებს თურქეთი, არის აზერბაიჯანშიც, უკრაინაშიც. „სინოვაკის“ შედეგები არის საკმაოდ კეთილსაიმედო. ეფექტიანობის თვალსაზრისითაც კარგი მონაცემებია და მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე შემთხვევების და სიკვდილობის მაჩვენებელს“,- განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system