თავში

საქართველოში ექიმების დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა

საქართველოში ექიმების დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა
საქართველოში ექიმების დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით 72 ექიმი დაინფიცირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბებისთვის ეს დიდ ციფრად ჩანდეს, თუმცა ევროპულ სტატისტიკასთან შედარებით, მაჩვენებელი მიზერულია. 

ექიმების დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. მე ვიცი, რომ 72 -ია. ერთის კვლევა მიმდინარეობს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს და საგარეჯოშიც, თითქოს დაუდასტურდა, მაგრამ ხდება დამაზუსტებელი კვლევები. ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის და პროცენტიც თითქოს მაღალია, 10%-ზე მეტია, მაგრამ ისიც იმიტომ, რომ სულ 660 ინფიცირებულია ქვეყანაში, თორე იტალიასა და ევროპის ქვეყნებში 6000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული და მათგან ნაწილი გარდაიცვალა. ყველაფერზე ნუ ვიქნებით ძალიან პრეტენზიული და ძალიან სენსიტიური იმიტომ, რომ 72 ცოტა არ არის, მაგრამ ცოტა არ არის ჩვენთვის, თორემ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც ათასობით დაინფიცირებული პერსონალია, ეს არის მიზერი, თან არც ერთ მედიცინი მუშაკი არ გარდაცვლილა",- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system