თავში

"საქართველოში ეს სინდრომი 60-მდე ბავშვს განუვითარდა" - თამარ გაბუნია პოსტკოვიდური გართულების შესახებ

"საქართველოში ეს სინდრომი 60-მდე ბავშვს განუვითარდა" - თამარ გაბუნია პოსტკოვიდური გართულების შესახებ
საქართველოში ეს სინდრომი 60-მდე ბავშვს განუვითარდა - თამარ გაბუნია პოსტკოვიდური გართულების შესახებ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 15 იანვრის მონაცემებით, საქართველოში 60-მდე ბავშვს განუვითარდა მულტიორგანული ანთების სინდრომი (MIC), რომელიც კორონავირუსი იწვევს. 

"მულტიორგანული ანთების სინდრომი რამოდენიმე თვის უკან გახდა ცნობილი ზოგადად სამედიცინო საზოგადოებისთვის. ჩვენთან პიკური მატების შემდეგ გავიდა დრო და ამ სინდრომმა დაიწყო გამოვლენა, დაახლოებით, 55-დან 60-მდე არის დაფიქსირებული, შემთხვევების დიდი ნაწილი იყო მსუბუქი მიმდინარეობის. ყველა საბედნიეროდ დამთავრდა კარგად", - თქვა თამარ გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, შემთხვევების უმრავლესობა გატრებული იყო იაშვილის ბავშვთა კლინიკაში, "ნიუჰოსპიტალში" და რამდენიმე სხვა კლინიკაში. მისი თქმით, სამინისტრომ პროტოკოლი 10 ნოემბერს დაამტკიცა. მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში სტარნდარტულად, სტეროიდებით მიმდინარეობს, მკურნალობისთვის იყენებენ პრეპარატ "იმუნოგლობულინს".

გაბუნაის განცხადებით, მედიკამენტი იმუნოგლობულინი სპეცილურ საავადმყოფოებს აქვთ და ის მოქალაქეებმა აფთიაქებში ან შავ ბაზარზე არ უნდა ეძებონ. მისივე თქმით, მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს.

რა არის მულტიორგანული ანთებითი სინდრომი და რა ფორმით ვლინდება ის ბავშვებში - ნახეთ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system