თავში

საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224 189-მდე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 537 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 236 028-ს მიაღწია.

გარდაიცვალა 34 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 728 პირი ემსხვერპლა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system