თავში

საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი 285-მდე გაიზარდა

საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი 285-მდე გაიზარდა
საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი 285-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად, ბოლო 24 საათში, კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა. სულ, ქვეყანაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 285 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 37 263-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 2 906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 19 810-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system