თავში

საქართველოში ინდური შტამის ახალი შემთხვევები დადასტურდა

საქართველოში ინდური შტამის ახალი შემთხვევები დადასტურდა
საქართველოში ინდური შტამის ახალი შემთხვევები დადასტურდა

საქართველოში დელტა შტამის შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

„გიდასტურებთ, რომ გაიზარდა შემთხვევები, გუშინ „დელტა“ შტამის შვიდი შემთხვევა დადასტურდა. სხვადასხვა პროგნოზირების მაჩვენებლით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუციების, ისე ჩვენი მოდელირებით, ვფიქრობთ, რომ 10-დან 20 პროცენტამდე შეიძლება, ქვეყანაში მერყეობდეს „დელტა“ შტამის ცირკულაცია. მოგეხსენებათ, ეს პროგნოზირებადი იყო, რამდენადაც ეს შტამი თანდათან ბრიტანეთში და ევროპის ქვეყნებში ანაცვლებს ე.წ. ბრიტანულ შტამს და მისი გავრცელება სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. თუ არ ვცდები, დღევანდელი მონაცემებით, 85 ქვეყანაში არის უკვე დაფიქსირებული. მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტად უნდა დავიცვათ რეგულაციები და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექოტრმა. 

ამ დრომდე საქართველოში დელტა შტამის 20 შემთხვევა იყო ლაბორატორიულად დადასტურებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system